HOME | 3D PRINTERS  
     
 

1981 წელს, ჰიდეო კოდამამ Nagoya Municipal Industrial Research Institute-იდან გამოაქვეყნა ინფორმაცია მისი სწრაფი პროტოტიპირების სისტემის შესახებ, რომელიც იყენებდა ფოტოპოლიმერებს. საბეჭდი მოდელი იბეჭდებოდა ფენებად. თითოეული ფენა წარმოადგენდა მოდელის განივკვეთს. ვინც 3D პრინტერებს იცნობს მისთვის ეს ნაცნობად ჟღერს.

3 წლის შემდეგ Charles Hull-მა გამოიგონა სტერეოლითოგრაფია. სტერეოლითოგრაფია საშუალებას აძლევს დიზაინერებს შექმნან 3D მოდელები ციფრული მონაცემების გამოყენებით.

სტერეოლითოგრაფიის გასაღებს წარმოადგენს აკრილზე დაფუძნებული ნივთიერება ცნობილი როგორც ფოტოპოლიმერი.

1992 წელს Charles Hull’s კომპანიამ შექმნა მსოფლიოში პირველი სტერეოლითოგრაფიული აპარატი (SLA) მანქანა. იმავე დროს DTM შექმნა მსოფლიოში პირველი (SLS) მანქანა, რომელიც იყენებდა ლაზერის სხივს.

ეს ტექნოლოგიები დგამდა თავის პირველ ნაბიჯებს და არ იყო ოპტიმალური. პრობლემები იყო მატერიალთან მიმართებაშიც. ასევე ეს მანქანები იყო ძვირი და შეუძლებელი იყო მისი გამოყენება სახლის ან ოფისის პირობებში.

1999 წელს პაციენტს პირველი 3D ბეჭდვით მიღებული ორგანო გადაენერგა მეცნიერებმა Wake Forest-ის რეგენერაციული მედიცინის ინსტიტუტიდან დაბეჭდეს სინთეზური შარდის ბუშტი, შემდეგ გაჟღინთეს ის პაციენტის უჯრედებით. ახლადწარმოქმნილი ქსოვილი გადაენერგა პაციენტს.

10 წლის განმავლობაში მეცნიერებმა შეძლეს 3D ბეჭდვით მიეღოთ სხვადასხვა ორგანოს ქსოვილები, სისხლძარღვების პროთეზები და სხვ.

In 2005, Dr. Adrian Bowyer’s განაცხადეს 3D პრინტერის შესახებ, რომელსაც შეეძლო დაებეჭდა საკუთარი თავი. ანუ დაებეჭდა საკუთარი შემადგენელი ნაწილები.

პირველი SLS მანქანების სერიული წარმოება დაიწყო 2006 წელს. მათ შეეძლოთ დაებეჭდათ ნებისმიერი სასურველი მოდელი სხვადასხვა ნივთიერებისაგან.

დღეისათვის 3D ბეჭდვის ხარისხი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა პრინტერების ფასი და ის უკვე ხელმისაწვდომი გახდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შესაძლებელია 3D ბეჭდვა არა მარტო პლასტიკატისაგან, არამედ უამრავი სხვადასხვა მატერიალისაგან, მათ შორის ვერცხლისა და ოქროსაგან.
დღეისათვის 3D ბეჭდვით შექმნილია საფრენი აპარატები, მანქანები. NASA თავიანთ კოსმოსურ ხომალდებში იყენებს უამრავ დეტალს, რომელიც შექმნილია 3D ბეჭდვით. არსებობს 3D პრინტერები, რომლებსაც შეუძლია დაბეჭდოს მიკროსკოპული მოდელები, რომელთა ზომები არ აღემატება ადამიანის თმის სისქეს.

რა იქნება შემდეგ?

 

 
     
 
HOME | 3D PRINTERS