HOME | 3D PRINTERS  
     
 

დიდი სააღდგომო ფასდაკლება! დავინჩის ეკომეგობრული 3D პრინტერი 499 ლარად! მოქმედებს განვადება
ტელ: 591333939

ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ აღდგომის კვირის განმავლობაში!

 

რას აკეთებს 3D პრინტერი?

3D პრინტერის საშუალებით შეიძლება მარტივად დამზადდეს ნებისმიერი ფორმის ნივთი. მაგ: სათამაშო, საყოფაცხოვრებო ნივთი, საკანცელარიო ინვენტარი, მობილურის აქსესუარი, სუვენირი და სხვ.

ვისთვის არის განკუთვნილი 3D პრინტერი?

3D პრინერზე მუშაობა შეუძლია ყველას ვისაც სურს 3D მოდელების შექმნა სკოლის სახლის ან ოფისის პირობებში. da Vinci-ს სერიაში არის პრინტერები "დამწყებდათვის" (სასკოლო ასაკი), "პლიუსი" (მათთვის ვისაც სურს უფრო მაღალი დონის ობიექტების შექმნა) და "პროფესიონალი" (მათთვის ვისაც აქვს 3D ბეჭდვის გარკვეული გამოცდილება და სურს გამოიყენოს ის საწარმოო-სამეცნიერო მიზნით.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ da Vinci-ს შემუშავებული აქვს 3D ბეჭდვის სასკოლო სასწავლო პროგრმები მათემატიკის, ინჟინერიის, ხელოვნების და სხვ. მიმართულებით.

 

რა მატერიალისგან შეიძლება დაამზადო სასურველი ნივთი 3D პრინტერის გამოყენებით?

ძირითადად 3D პრინტერები ამზადებენ პლასტმასის მოდელებს. ისინი ამისათვის იყენებენ ე. წ. ფილამენტებს. თუმცა არის სპეციალური პრინტერები რომლებიც მუშაობენ რეზინზე, მეტალზე, ოქროსა და ვერცხლზეც კი.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი da Vinci-ს 3D პრინტერები ბეჭდავენ პლასტმასის და რეზინის ობიექტებს (Nobel 1.0).

შესაძლებელია თუ არა 3D პრინტერზე შექმნილი მოდელი იყოს ელასტიური?

შესაძლებელია. ამისათვის უნდა გამოვიყენოთ "დავინჩის" სპეციალური ელასტიური ფილამენტი FLEXIBLE (ABS, PLA). მისი გამოყენება შეიძლება მოდელებზე da Vinci 1.0 და da Vinci Aio. ასევე შესაძლებელია მოდელის შექმნა რეზინისაგან მოდელზე da Vinci Nobel 1.0


შესაძლებელია თუ არა 3D პრინტერზე შექმნილი მოდელი იყოს რეზინის?

შესაძლებელია. რეზინის ობიექტებზე მუშაობს მხოლოდ da Vinci Nobel 1.0.

რა ჯდება ერთი ნივთის დაბეჭდვა?

ეს დამოკიდებულია დასაბეჭდ 3D მოდელზე, მის ფორმასა და ზომებზე. ასევე სასურველ ხარისხზე. მაღალი ხარისხის ნივთების ბეჭდვა უფრო მეტ მასალას და დროს მოითხოვს, საბოლოო პასუხის გაცემა შესაძლებელია მაშინ, როცა სასურველ დასაბეჭდ ობიექტს ავტვირთავთ პრინტერის პროგრამულ უზრუნველყოფაში. პროგრამა წინასწარ დაგვიწერს თუ რა დრო დასჭირდება ბეჭდვას და რა მასალა დაიხარჯება (თუმცა როგორც წესი 3D ბეჭდვა მთლიანობაში დიდ დანახარჯებს არ მოითხოვს).

რა ღირს "დავინჩის" 3D პრინტერის ფილამენტები?

"დავინჩის" 3D მოდელზე მიდის მხოლოდ "დავინჩის" ფილამენტები (დახურული სისტემა), მათი ფასი 60 ლარიდან იწყება (მასსა 600 გრ), რაც შეეხება "დავინჩის" პროფესიონალურ მოდელებს, ისინი ღია სისტემებია, ანუ მუშაობენ როგორც საკუთარი, ასევე სხვა კომპანიების ფილამენტებზეც (მაგ. ჩინური წარმოების). ასეთი ფილამენტების ფასი 35 ლარიდან იწყება (მასსა 1 კგ). ჩვენს პრინტერებს უფასოდ მოყვება 1 ცალი "დავინჩის" ფილამენტი.

რა ასაკიდან შეიძლება 3D პრინტერზე მუშაობის შესწავლა?

შეიძლება სკოლამდელი ან სასკოლო ასკიდან. ამ ასაკში სასურველია სწავლება da Vinci-ს პრინტერებზე დამწღებთათვის Mini და MiniMaker. ბავშვებს შეუძლიათ შექმნან სათამაშოები, რკინიგზა და მთელი ქალაქიც კი. მნიშვნელოვნად აფართოვებს ბავშვის ფანტაზიას და უნარებს.


ჩვენ საიტზე შეგიძლიათ მონახოთ 4500-ზე მეტი მზა მოდელი, რომელსაც დაბეჭდავთ ღილაკის ერთი დაჭერით. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფილამენტები (მასალა), რომელსაც ვიყენებთ პრინტერებში მზადდება სიმინდის სახამებლისაგან და აბსოლუტურად უსაფრთხოა.
da Vinci-ს შემუშავებული აქვს 3D ბეჭდვის სასკოლო სასწავლო პროგრმები მათემატიკის, ინჟინერიის, ხელოვნების და სხვ. მიმართულებით.



დამატებით რა ცოდნა არის საჭირო 3D პრინტერიზე სამუშაოდ?

3D პრინტერზე ბეჭდვა არ მოითხოვს კომპიუტერთან მუშაობის ზედმიწევნით კარგად ცოდნას. ობიექტების ბეჭდვა ჩვენი ბაზიდან შესაძლებელია ღილაკის ერთი დაჭერით. მაგრამ თუ გვსურს დავბეჭდოთ ჩვენს მიერ შექმნილი ობიექტები, ანუ ჩვენ თვითონ შევქმნათ კომპიუტერული 3D მოდელები, ამისათვის დავინჩი გვთავაზობს ბრყინვალე საშუალებას XYZmaker. ამ პროგრამულ უზრუნველყოფაზე შესაძლებელია ნებისმიერი 3D მოდელის შექმნა, თანაც მისი შესწავლა სხვა მსგავს პროგრამებთან შედარებით გაცილებით იოლია.
შესაძლებელია ასევე გამოვიყენოთ პროგრამული უზრუნველყოფა Microsoft 3D Builder, რომელიც პირდაპირ უკავშირდება "დავინჩის" 3D პრინტერებს.

როგორ ვიწავლო 3D პრინტერზე მუშაობა?

da Vinci-ს 3D პრინტერზე მუშაობა იოლია. ჩვენ მოგაწვდით აუცილებელ ინფორმაციას და ინსტრუქციებს.

 

როგორი ხარისხისაა 3D პრინტერზე დაბეჭდილი ნივთი?

ხარისხი დამოკიდებული თვითონ მოდელზე, დაყენებულ პარმეტრებზე და სხვ. რაც უფრო დიდი გამოცდილება გვაქ მით უფრო კარგი ხარისხის ნივთი გამოგვდის. ზოგადად ხარისხი მაღალია დაბეჭდისთანავე, ზოგჯერ დაბეჭდილი ნივთი საჭიროებს გარკვეულ მცირე დამუშავებას ბეჭდვის შემდეგ. ყველაზე მთავარი ისაა თუ რა ნივთია და რა მიზნით გამოიყენება.

რა ზომების ნივთის დაბეჭდვაა შესაძლებელი 3D პრინტერზე?

ყოველ პრინტერს აქვს მახასიათებელი "Build Volume" სადაც მითითებულია მაქსიმალური X, Y და Z ზომები. პერსონალურ 3D პრინტერებს როგორც წესი აქვთ 15 დან 25 სმ მდე X, Y და Z ზომები.

რა დრო სჭირდება 3D პრინტერზე ბეჭდვას?

ეს დამოკიდებულია დასაბეჭდ 3D მოდელზე, მის ფორმასა და ზომებზე. ასევე სასურველ ხარისხზე. მაღალი ხარისხის ნივთების ბეჭდვა უფრო მეტ მასალას და დროს მოითხოვს, საბოლოო პასუხის გაცემა შესაძლებელია მაშინ, როცა სასურველ დასაბეჭდ ობიექტს ავტვირთავთ პრინტერის პროგრამულ უზრუნველყოფაში. პროგრამა წინასწარ დაგვიწერს თუ რა დრო დასჭირდება ბეჭდვას და რა მასალა დაიხარჯება. ზოგიერთი მოდელი შეიძლება დაიბეჭდოს რამოდენიმე წუთში, ზოგს კი რამოდენიმე საათი დასჭირდეს.

უსაფრთხოა თუ არა 3D პრინტერთან მუშაობა?

da Vinci-ს 3D პრინტერთან მუშაობა უსაფრთხოა. განაკუთრებით აღსანიშნავია "ეკომეგობრული" პრინტერები დამწყებთათვის, რომლებიც მუშაობენ დაბალ ტემპერატურაზე და მასალად იყენებენ სიმინდის სახამებლისაგან დამზადებულ ფილამენტებს.

რა განსხვავებაა 3D პრინტერის ფილამენტებს შორის?

მასალა რომელზეც მუშაობს 3D პრინტერები (ფილამენტები) არის 30 მეტი დასახელების. პლასტმასიდან მეტალამდე. შესაძლებელია იყოს ხის ფაქტურა, ვერცხლი და ოქროც კი. da Vinci-ს პრინტერები მუშაობენ ABS და PLA ფილამენტებზე (პლასტმასი). da Vinci-ს Nobel 1.0 მუშაობს რეზინზე.
PLA ფლამენტის უპირატესობა ის არის, რომ ის ბიოდეგრადირებადია და უსაფრთხოა. მასზე მუშაობისას პრინტერი იყენებს უფრო დაბალ ტემპერატურას ვიდრე ABS ფილამენტებისას. ABS-ის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ მისგან დამზადებული ნივთები უფრო მყარი და ელასტიკურია.
სასწვლო მიზნებისათვის უპირატესობა ენიჭება PLA ფილამენტებს.

როგორ ავარჩიო 3D პრინტერი?

3D პრინტერის არჩევისას პირველი შეკითხვა რაც უნდა დვსვათ არის თუ რა მიზნისთვის გვინდა ის. ბავშვებისათვის სასურველია აირჩიოთ da Vinci-ს სერიიდან "დამწყები", საშუალო სასკოლო ასაკისათვის სერიიდან "პლიუსი". მათთვის კი ვისაც გამოცდილება აქვს ან პრინტერი სჭირდება საწარმოო-სამეცნიერო მიზნებისათვის უმჯობესია da Vinci-ს სერია "პროფესიონალი".

მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ პრინტერის გარკვეულ მახსიათებლებს:

საშენი მოცულობა (Build Volume):

გვიჩვენებს თუ რა მოცულობის ობიეტის დაბეჭდვა შეუძლია პრინტერს. ყოველ პრინტერს აქვს მახასიათებელი "Build Volume" სადაც მითითებულია მაქსიმალური X, Y და Z ზომები.
პერსონალურ 3D პრინტერებს როგორც წესი აქვთ 15 დან 25 სმ მდე X, Y და Z ზომები.

ბეჭდვის ხარისხი (რეზოლუცია):

პრინტერებს აქვთ მახსითებელი "ბეჭდვის სიზუსტე" რომელიც იზომება მიკრონებში. ანუ ერთი ფენა რა მინიმალური სისქის შეიძლება იყოს. პრინტერი ობიექტს ბეჭდავს ფენა-ფენა და რაც ნაკლებია ფენის სისქე მით უკეთესი ხარისხის იქნება ობიექტი (მაგრამ ბეჭდვას დსჭირდება მეტი დრო).
da Vinci-ს პრინტერებს აქვს ფიქსირებული რეზოლუციები: კარგი 0.1 mm (100 მიკრონი), სტანდარტული 0.2 mm (200 მიკრონი), ჩქარი 0.3 mm (300 მიკრონი), ძალიან ჩქარი 0.4 mm (400 მიკრონი).

ბეჭდვის მაქსიმალური სისწრაფე:

მნიშვნელოვანი პარამეტრია, მაგრამ სისწრაფეს ასევე გნსაზღვრავს დასბეჭდი ობიექტის ხარისხი.

ერთფერიანია თუ ორფერიანი პრინტერი:

უმეტესად 3D პრინტერები ბეჭდავენ ერთი ფერის ობიექტებს (ფერს განსაზღვრავს ფილამენტის ფერი). შემდეგ ხდება ობიექტის შეღებვა. მაგრამ არის პრინტერები, რომლებსაც შეუძლია ობიექტის დაბეჭდვა ორი ფერით ერთდროულად. მასში ერთდროულად მაგრდება 2 ფილამენტი და მას 2 საბეჭდი თავკი აქვს.



კომბინირებული პრინტერები:

ზოგიერთ პრინტერს აქვს ასევე სკნერის და/ან გრავირების ფუნქცია.

კავშირი კომპიუტერთან:

პრინტერი კომპიუტერს შეიძლება დუკავშირდეს კაბელით ან ვაიერლეს-ით. ზოგიერთ პრინტერს ასევე შეუძლია პირდაპირი დაკავშირება ბაზასთან (პერსონალური კომპიუტერის გარეშე) და იქიდან ობიექტების არჩევა.

დისპლეი:

ზოგიერთ პრინტერს არ გააჩნია დისპლეი. ზოგიერთს აქვს მარტივი LCD დისპლეი. ზოგიერთს ფერადი დისპლეი სადაც შესაძლებელია დასაბეჭდი ობიექტების დათვალიერებაც კი.

ღია და დახურული პრინტერები:

პრინტერი შეიძლება იყოს ღია (ბეჭდვისას არ იხურება) ან დახურული. თუ პრინტერი მუშაობს ABS ფილამენტებზე სასურველია იყოს დახურული, რადგანაც ამ ფილამენტებზე მუშაობისას 3D პრინტერი იყენებს მაღალ ტემპერატურას და შემთხვევით საბეჭდ მიდამოზე ხელის მოხვედრისას შეიძლება მივიღოთ თერმული დაზიანება. PLA ფილამენტებზე მუშაობა უსაფრთხოდ შეიძლება ღია პრინტერითაც.




რატომ უნდა ავირჩიო da Vinci-ის 3D პრინტერი?

ამერიკული კომპანია XYZPrinting, რომელიც აწარმოებს daVinchi-ს 3D პრინტერებს 3D პრინტერების ბაზარზე მსოფლიო ლიდერია. ის წარმოადგენს Microsoft-ის პარტნიორს 3D ბეჭდვის სფეროში. da Vinci-ს პრინტერები ერთადერთი 3D პრინტერებია, რომლის მხარდაჭერაც აქვს Microsoft Windows 10-ის აპლიკაციას 3D Builder (შედის Windows 10-ის პაკეტში). მხოლოდ da Vinci-ს პრინტერებზეა შესაძლებელი 3D Builder-ის აპლიკაციაში შექმნილი 3D მოდელების პირდაპირი ბეჭდვა. daVinci-ს პრინტერები გამოირჩევა მაღალი ხარისხით და ფართო ასორტიმენტით სხვადასხვა ასაკის ადამიანებისათვის და სხვადასხვა მიზნებისათვის. აქვს დიდი მხარდაჭერა 3D დიზაინის მზა მოდელების და სასკოლო-სასწავლო პროგრამების სახით. უბრალოდ ისწავლე 3D ბეჭდვა მსოფლიოში საუკეთესო პრინტერებზე!

მოცემულ ბმულზე გადასვლით მიიღეთ დეტალური ინფორმაცია მოდელებზე და ფასებზე >>>

რა არის 3D სკანირება?

ზოგიერთ პრინტერს ასევე აქვს 3D სკანირების რეჟიმი. ეს ძალიან სასარგებლო ფუნქციაა. ამით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რომელიმე ნივთის კლონი. ავიღოთ სასურველი ნივთი, მოვათავსოთ პრინტერში, რომელსაც აქვს სკანირების ფუნქცია, დავასკანეროთ ნივთი, ანუ შევქმნათ მისი კომპიუტერული ასლი, შემდეგ მივცეთ მისი დაბეჭდვის ბრძანება - შედეგად მივიღებთ სასურველი ნივთის კლონს.

 

რა არის 3D პრინტერით გრავირება?

ზოგიერთ 3D პრინტერს აქვს დამატებითი ფუნქცია "გრავირება". შეგიძლიათ მოახდინოთ ნებისმიერი სირთულის ფიგურის თუ ორნამენტის გრავირება ხეზე, ტყავზე და სხვა მასალაზე.

გაქვთ თუ არა სასწავლო მასალები?

პრინტერის შეძენის შემთხვევაში მყიდველს გადაეცემა პრინტერზე მუშაობის სრული ინსტრუქციები. თქვენთვის ასევე ხელმისაწვდომია 4500-ზე მეტი უფასო 3D ობიექტი ჩვენი ბაზიდან.
da Vinci-ს ასევე შემუშავებული აქვს 3D ბეჭდვის სასკოლო სასწავლო პროგრმები მათემატიკის, ინჟინერიის, ხელოვნების და სხვ. მიმართულებით.

სად შემიძლია მივიღო დეტალური ინფორმაცია da Vinci-ს 3D პრინტერების შესახებ?

დეტალური ინფორმაცია 3D პრინტერების და მათი ფასის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ბმულზე გადასვლით PRINTERS.

აქვს თუ არა გარანტია თქვენს 3D პრინტერებს?

ჩვენ 3D პრინტერებს ვყიდით 1 თვიანი და 1 წლიანი გარანტიით. პრინტერის ფასები მოცემულია გარანტიის ხანგრძლივობის მიხედვით. მოცემულ ბმულზე გადასვლით მიიღეთ დეტალური ინფორმაცია მოდელებზე და ფასებზე >>>

მოყვება თუ არა თქვენს პრინტერს სახარჯი მასალა - ფილამენტი?

ჩვენს ყველა პრინტერს მოყვება 1 PLA ფილამენტი.

მოქმედებს თუ არა განვადება თქვენს 3D პრინტერებზე?

მოქმედებს TBC ბანკის განვადება.


რა ღირს "დავინჩის" 3D პრინტერები?

მოცემულ ბმულზე გადასვლით მიიღეთ დეტალური ინფორმაცია მოდელებზე და ფასებზე >>>



დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ონლაინ ჩატით,
ელ-ფოსტით: postmaster@XYZprinting.ge ან ტელეფონით: 591333939


 
     
 
HOME | 3D PRINTERS