HOME | PRINTERS  
     
 

ამერიკული კომპანია XYZprinting, 3D პრინტერების წარმოებაში მსოფლიო ლიდერია. მისი მიზანია 3D ბეჭდვა პერსონალური და ბიზნეს მომხმარებლებისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს. მის მიერ წარმოებული პრინტერები გამოირჩევა იოლი მოხმარებით, ხელმისაწვდომია სხვადასხვა მიზნებისათვის და სხვადასხვა ასაკის მომხმარებელთათვის.

XYZprinting, Kinpo Group-ის ნაწილია, რომელსაც $30 მილიარდზე მეტი შემოსავალი აქვს და რომლის კვლევებშიც 8,500 -ზე მეტი ინჟინერია ჩარდთული. მათ პერსონალური და კომერციული 3D პრინტერების წარმოების 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ.

XYZprinting-ის პირველი პრინტერი იყო da Vinci 1.0, რომელმაც 2014 წელს საუკეთესო პრინტერის ჯილდო მიიღო. მას შემდეგ კომპანიამ გამოუშვა არაერთი სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული 3D პრინტერი. დღეისათვის da Vinchi-ს ხაზი წარმოადგენილია 3 სერიით: დამწყები, პლიუსი და პროფესიონალი.

XYZprinting, Microsoft-ის პარტნიორი კომპანიაა. da Vinchi-ს პრინტერები ერთადერთი 3D პრინტერებია, რომლის მხარდაჭერაც აქვს Microsoft Windows 10-ის აპლიკაციას 3D Builder (შედის Windows 10-ის პაკეტში). მხოლოდ da Vinchi-ს პრინტერებზეა შესაძლებელი 3D Builder-ის აპლიკაციაში შექმნილი 3D მოდელების პირდაპირი ბეჭდვა.

 

 
 
 
 

 

 

     
 
HOME | PRINTERS